ავტორიზაცია

რიბერიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა: "ბურთი ჩერდება, მაგრამ გრძნობები ჩემს შიგნით არა "- წერს ფრანგი

რიბერიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა: "ბურთი ჩერდება, მაგრამ გრძნობები ჩემს შიგნით არა "- წერს ფრანგი
თარიღი 21 Oct 2022, 16:47
ფრანკ რიბერიმ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ბოლო დრომდე გარემარბი "სალერნიტანაში" თამაშობდა.

"ბურთი ჩერდება, მაგრამ გრძნობები ჩემს შიგნით არა. გმადლობთ ყველას ამ შესანიშნავი თავგადასავლისთვის“, - წერს 39 წლის ფეხბურთელი.

ფეხბურთელმა კარიერის უმეტესი ნაწილი "ბაიერნში" გაატარა. მან ასევე ითამაშა "ფიორენტინაში", "მარსელში", "გალათასარაიში", "მეცსა" და "ბრესტში".

კარიერის განმავლობაში რიბერი გახდა ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, 9-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 5-ჯერ მოიგო გერმანიის თასი და სუპერთასი, ასევე აიღო თურქეთის თასიც.

რიბერიმ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.