რიკარდო კალაფიორის არსენალში ტრანსფერი სურს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რიკარდო კალაფიორიმ ლონდონის არსენალი აირჩია: მხარეებმა 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც იტალიელი ფეხბურთელი წლიურად €4 მილიონს მიიღებს.
მიუხედავად ამისა, კლუბებს შორის შეთანხმება ჯერ არ არსებობს - იტალიელები 22 წლის მცველის სანაცვლოდ დაახლოებით €50 მილიონს ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ კალაფიორის ყოფილი გუნდი, ბაზელი ტრანსფერიდან 50%-ს მიიღებს (თუ სატრანსფერო თანხა მინიმუმ €4.5 მილიონი იქნება).
კალაფიორის მიკელ არტეტას გუნდში გადასვლა სურს, არსენალი და ბოლონია კი მოლაპარაკებებს მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ.