ავტორიზაცია

რიკარდო კუარეჟმა: 'ვისურვებდი, ისევ 18 წლის ვიყო; დღეს ახალგაზრდები უფრო განებივრებულნი არიან'

რიკარდო კუარეჟმა: 'ვისურვებდი, ისევ 18 წლის ვიყო; დღეს ახალგაზრდები უფრო განებივრებულნი არიან'
თარიღი 26 Sep 2024, 17:52
ყოფილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რიკარდო კუარეჟმამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ვისურვებდი, რომ ახლა 18 წლის ვიყო. დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო განებივრებულნი არიან. ჩემ დროს, სხვებზე ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყავი.

დღეს ბევრი ისეთი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელზეც გამუდმებით საუბრობენ, მაგრამ რეალურად ასეთი კარგები არ არიან. მიუხედავად ამისა, ისინი €80-დან €100 მილიონამდე ფასობენ," - განაცხადა კუარეჟმამ.

თავის დროზე, რიკარდოზე დიდი იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. პორტუგალიელმა პროფესიონალური კარიერა ლისაბონის სპორტინგში დაიწყო, რის შემდეგაც ბარსელონამ შეიძინა. კუარეჟმამ კატალონიურ გრანდში კარგად ვერ ითამაშა, რის გამოც სამშობლოში დაბრუნდა და პორტუში გადავიდა.

პორტუგალიელს ინტერში, ჩელსიში, ბეშიქთაშში, ალ აჰლიში, ქასიმფაშასა და გიმარაეშშიც უთამაშია. მან საფეხბურთო კარიერა 2022 წელს დაასრულა.