"რის ხარჯზე მოვუგეთ დინამოს?" - ასტანას მწვრთნელის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" საკუთარ მოედანზე "ასტანას" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის სემდეგ კომენტარი "ასტანას" მთავარმა მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა გააკეთა.
"პირველი 20 წუთი თანაბარი იყო, გაშვებული გოლის შემდეგ კი იძულებულები გავხდით შეგვეტია და გაგვიმართლა, რომ ორ წუთში ორი გოლი გავიტანეთ.
მართალია მეტოქემ ბოლო წუთებზე ძალიან შემოგვიტია, მაგრამ თავი კარგად დავიცავით და მიზანს მივაღწიეთ. ვულოცავ ასტანას ყველა ქომაგს.
რის ხარჯზე მოვუგეთ დინამოს? - გუნდურობის. დინამოს ცენტრი კარგად ეჭირა და აქცენტი სწორედ ამაზე გვქონდა გაკეთებული, რაც ვფიქრობ, ერთიანი ძალებით კარგად გამოგვივიდა", - განაცხადა ბაბაიანმა.