ავტორიზაცია

რივალდო: "ნეიმარი ოქროს ბურთს არ იმსახურებს, ამიერიდან მისთვის მბაპე და ჰოლანდი იბრძოლებენ"

რივალდო: "ნეიმარი ოქროს ბურთს არ იმსახურებს, ამიერიდან მისთვის მბაპე და ჰოლანდი იბრძოლებენ"
თარიღი 27 Nov 2023, 23:31
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ექს-ფეხბურთელმა რივალდომ ივარაუდა, თუ ვინ იბრძოლებს მომავალში ოქროს ბურთისთვის.

2023 წელს გამოკითხვაში პირველი ადგილი ლეო მესიმ დაიკავა, მეორე ერლინგ ჰოლანდმა, მესამე კი კილიან მბაპემ.

ამიერიდან ოქროს ბურთებს ერთმანეთში ჰოლანდი და მბაპე დაინაწილებენ?

ალბათ კი. ვფიქრობ, ორივე უდიდსი ფეხბურთელია.

ზოგჯერ ნეიმარსაც ვახსენებ ხოლმე, მაგრამ ახლა მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ოქროს ბურთს ბოლომდე არ იმსახურებს.

ეს ორეული - ჰოლანდი და მბაპე ალბათ მომავალი წლების მანძილზე საუკეთესოობისთვის ერთმანეთში იბრძოლებენ.“, - აღნიშნა რივალდომ.