ავტორიზაცია

რობერტ ლევანდოვსკი ევრო 2024-ის პირველ მატჩს გამოტოვებს

რობერტ ლევანდოვსკი ევრო 2024-ის პირველ მატჩს გამოტოვებს
თარიღი 12 Jun 2024, 12:57
რობერტ ლევანდოვსკიმ ევროპის ჩემპიონატის წინ, თურქეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში (2-1) ტრავმა მიიღო, ახლა კი ირვევა, რომ ეს დაზიანება არცთუ ისე მსუბუქია.

პოლონელმა ვარსკვლავმა ბარძაყი დაიზიანა, რის გამოც 16 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებს. 

პოლონეთის ნაკრების ოფიციალურ X-ზე ვკითხულობთ: "რობერტ ლევანდოვსკის ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც ის ტურნირის პირველ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რობერტმა მეორე მატჩში, ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშოს (ამბობს გუნდის ექიმი, იაჩეკ იაროშევსკი)."

ლევანდოვსკის დროის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს, რომ 21 ივნისს, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ მოედანზე გასვლა შეძლოს. პოლონეთმა ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს, რომ ფლეიოფში გავიდეს, რადგან საკმაოდ რთულ ჯგუფშია, რომელშიც ასევე საფრანგეთი იმყოფება.