ავტორიზაცია

რობერტ ლევანდოვსკი: ჰანსი ფლიკი გასაოცრად მუშაობს

რობერტ ლევანდოვსკი: ჰანსი ფლიკი გასაოცრად მუშაობს
თარიღი 27 Oct 2024, 14:20
რეალ მადრიდის განადგურების შემდეგ, ბარსელონას ცენტრფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კომენტარი გააკეთა. 

"რასაც ჰანსი ფლიკი აკეთებს, გასაოცარია. ამას ყველა ხედავს.

გერმანელთან ერთად თითოეული ფეხბურთელი თავს კომფორტულად გრძნობს.

ელ კლასიკოშიც გამოჩნდა, რომ ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ," - განაცხადა პოლონელმა. 

ბარსამ რეალ მადრიდი 4-0 დაამარცხა, ლევანდოვსკიმ კი 2 გოლი გაიტანა.