ავტორიზაცია

რობერტ ლევანდოვსკიმ თითოეულ პოზიციაზე ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა

რობერტ ლევანდოვსკიმ თითოეულ პოზიციაზე ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 14 Feb 2025, 13:14
ბარსელონას პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, კატალონიური კლუბის YouTube არხის რუბრიკაში - MY TOP 4 - თითოეულ პოზიციაზე თავის ფავორიტ ფეხბურთელს ასახელებს.

ლევის ჩამონათვალში ბარსას ყოფილი მოთამაშეებიც - კარლეს პუიოლი და ტიერი ანრი - მოხვდნენ.

მეკარე - ფაბიენ ბარტეზი

"ჩემი ფავორიტი მეკარე ბარტეზია, რადგან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და შესანიშნავად ასპარეზობდა. მისი სტილი ბრწყინვალე იყო."

მცველი - კარლეს პუიოლი

"დაცვაში კარლეს პუიოლს დავაყენებ - ის ნამდვილი ლიდერი და უკანახაზის ბოსი იყო. პუიოლი ყოველთვის მზად იყო, ეთამაშა და ებრძოლა. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული გახლდათ."

ნახევარმცველი - ბასტიან შვაინშტაიგერი

"რა თქმა უნდა, ბასტიანს ვიცნობ, მასთან ვთამაშობდი და შესანიშნავი ნახევარმცველი იყო. შვაინშტაიგერიც მსოფლიო ჩემპიონია და 90 წუთი ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა."

თავდამსხმელი - ტიერი ანრი

"ტიერი ჩემი კუმირია და მის მატჩებს ყოველთვის ვუყურებდი. ანრის სათამაშო სტილი და ტექნიკა გასაოცარი იყო."