ავტორიზაცია

რობერტ ლევანდოვსკიმ წლის საუკეთესო პოლონელი ფეხბურთელის ჯილდო მოიგო

რობერტ ლევანდოვსკიმ წლის საუკეთესო პოლონელი ფეხბურთელის ჯილდო მოიგო
თარიღი 22 იან 2023, 02:07
"ბარსელონას" თავდამსხმელი და პოლონეთის ნაკრების კაპიტანი რობერტ ლევანდოვსკი მშობლიურ ქვეყანაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად მე-11-ჯერ დასახელდა. ამის შესახებ პოლონეთის ნაკრების პრესსამსახური იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილმა თავდამსხმელმა ორ კონკურენტს "ნაპოლის" ნახევარმცველის პიოტრ ზიელინსკის და "იუვენტუსის" მეკარის ვოიცეხ შჩესნის აჯობა.

საინტერესოა, რომ პრიზი ფეხბურთელის დედამ მიიღო.  ლევანდოვსკიმ პრიზი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.