რობერტო დე ძერბის გადასაბირებლად ორი ინგლისური გრანდი იბრძოლებს

ბრიტანული მედიის ცნობით, ბრაიტონის მთავარი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის გადაბირებას ზაფხულში ორი ინგლისური კლუბი შეეცდება.
Times-ის ცნობით, 44 წლის იტალიელი სპეციალისტის დამატება ჩელსის და ლივერპულს სურთ, თუმცა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი ჯერ არ შემდგარა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ლივერპულს იურგენ კლოპი დატოვებს და კლუბი მის შემცვლელს უკვე ეძებს - რობერტო დე ძერბი კი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მომავალი კი გაურკვეველია და არასასურველი შედეგების გამო, დიდი შანსია სეზონის ბოლოს დაითხოვონ.