ავტორიზაცია

რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებიდან წასვლის სავარაუდო მიზეზი ცნობილია

რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებიდან წასვლის სავარაუდო მიზეზი ცნობილია
თარიღი 13 Aug 2023, 23:13
დღეს, ევროპის მოქმედი ჩემპიონის, იტალიის ნაკრების მწვრთნელი, რობეტო მანჩინი, დაკავებული თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა.

იტალიელს მშობლიურ ნაკრებთან მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებდა, თუმცა მხარეებმა მის ნაადრევად გაწყვეტაზე მოილარაპაკეს.

დიდი შანსია, ამის მიზეზი ის ყოფილიყო, რომ მანჩინიმ საუდის არაბეთის გაწვრთნაზე მიიღო ზღაპრული შეთავაზება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, საუდელები მანჩინის წლიურად 18 მილიონ ევროს სთავაზობენ და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, დათანხმდება თუ არა იტალიელი ამ შემოთავაზებას.
TOP.GE