ავტორიზაცია

რობინსონის რეკორდი გაუმჯობესებულია — ედერსონი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

რობინსონის რეკორდი გაუმჯობესებულია — ედერსონი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა
თარიღი 16 Feb 2025, 14:51
ინგლისის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში, მანჩესტერ სიტიმ საკუთარ მოედანზე ნიუკასლი მიიღო და მეტოქე მარტივად, 4-0 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში ასისის მანჩესტერული კლუბის მეკარემ, ედერსონმა გაიფორმა და ტურნირის ისტორიაში შევიდა. ბრაზილიელ მეკარეს პრემიერ ლიგაში უკვე 6 საგოლე გადაცემა აქვს, რაც საუკეთესო შედეგია — მან პაულ რობინსონის რეკორდი გააუმჯობესა.

25 ტურის შემდეგ მანჩესტერ სიტის 44 ქულა აქვს, მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ლივერპულს 13 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ არნე სლოტის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.