ავტორიზაცია

"როდესაც ენრიკეს მარცხენა ფლანგზე პრობლემა შეექმნა, კვარა უყიდეს" - სიმეონე ენრიკეზე

"როდესაც ენრიკეს მარცხენა ფლანგზე პრობლემა შეექმნა, კვარა უყიდეს" - სიმეონე ენრიკეზე
თარიღი 16 Jun 2025, 19:23
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ პარის სენ-ჟერმენის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე პსჟ-მ "როხიბლანკო" 4:0 გაანადგურა. ხსენებულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, 2 ასისტი მიითვალა.

"პარის სენ-ჟერმენი ბრწყინვალე გუნდია და მატჩიც შესაბამისი ჩაატარა. როდესაც განვლილ სეზონში ენრიკეს შეტევის მარცხენა ფლანგზე შეექმნა პრობლემა, მას უმალვე მისცეს 70 მილიონი კვარას გასაფორმებლად. ერთია ფეხბურთელის ყიდვა, მეორე კი მისი მაღალ დონეზე ათამაშება.

პსჟ-ს უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში თვალშისაცემი იყო. მათ პრესინგს უბრალოდ ვერ ვუმკლავდებოდით. მაღალი ტემპერატურა? ეს არ არის გამართლება, რადგან სიცხე აწუხებდა როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის მოთამაშეებსაც. პარიზელებს ნებისმიერ მეტოქესთან მოგება შეუძლიათ,"
- დიეგო სიმეონე.