ავტორიზაცია

როდის ჩავა ფლიკი ბარსელონაში? - თარიღი ცნობილია

როდის ჩავა ფლიკი ბარსელონაში? - თარიღი ცნობილია
თარიღი 26 მაი 2024, 10:30
ჰანსი ფლიკი კატალონიის ბარსელონას მთავარი მწვრთნელი გახდება - მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

გერმანული BILD-ის ცნობით, ფლიკი ბარსელონაში ორშაბათს ჩავა და კატალონიური კლუბი მას ოფიციალურად წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკი ბოლო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, მანამდე კი ბაიერნის მთავარი მწვრთნელი იყო და რეკორდმაისტერთან ერთად ბუნდესლიგა (X2), გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.