ავტორიზაცია

როდის დაბრუნდება იამალი? — ფლიკმა კომენტარი გააკეთა

როდის დაბრუნდება იამალი? — ფლიკმა კომენტარი გააკეთა
თარიღი 08 Jan 2025, 12:09
კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ლამინ იამალის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა და დაბრუნების თარიღი დაასახელა.

"ლამინი რამდენიმე დღეა აქტიურად ვარჯიშობს და უკვე მზად არის სათამაშოდ. არის შანსი, რომ ბილბაოს ატლეტიკთანაც შეძლოს დაბრუნება"
— განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა კოჭის ტრავმა 16 დეკემბერს მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. ბარსელონას და ბილბაოს დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.