ავტორიზაცია

როდის დაბრუნდება ჯამალ მუსიალა მოედანზე?

როდის დაბრუნდება ჯამალ მუსიალა მოედანზე?
თარიღი 06 Jul 2025, 18:10
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ჯამალ მუსიალამ მძიმე ტრავმა მიიღო. გერმანელი ფეხბურთელი ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახების შედეგად კოჭის მოტეხილობითა და რამდენიმე იოგის დაზიანებით მოედანი ნაადრევად დატოვა. მუსიალას მარცხენა ფეხზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

პირველადი ინფორმაციით, მისთვის რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით 5 თვეს გასტანს. ამის შემდეგ მუსიალა მსუბუქ ვარჯიშს დაიწყებს და ეტაპობრივად დაბრუნდება სრულფასოვან სათამაშო ფორმაში.

რაც შეეხება მატჩს — 1/4 ფინალური დაპირისპირება პსჟ-ს გამარჯვებით დასრულდა. პარიზულმა გუნდმა ბაიერნი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.