როდის დაუბრუნდება ლეო მესი მოედანს?
არგენტინელი ჟურნალისტი, ერნან კლაუსი ლიონელ მესის ტრავმაზე განახლებულ ინფორმაციას გვთავაზობს:
"ლეო რეაბილიტაციაზეა ფოკუსირებული და არ ჩქარობს. მას გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია, მაგრამ თანაგუნდელებს მალე შეუერთდება. იმედოვნებენ, რომ მესი 31 აგვისტოს, ჩიკაგო ფაირთან ითამაშებს, თუმცა მთავარი მიზანი ფილადელფიასთან 14 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის მზადყოფნაა.
ინტერ მაიამი სიმშვიდეს ინარჩუნებს და სურს, ლიონელი ოქტომბერში ჩასატარებელი ფლეიოფებისთვის სრულად გამოჯანმრთელებული იყოს, რადგან გუნდს MLS-ის მოგება უნდა.
ყველა აღიარებს, რომ მესის ფრთხილად მოპყრობა სჭირდება, სიმშვიდე სწორედ ამიტომ სუფევს. მომდევნო დღეებში ის დატვირთვას მოუმატებს. კლუბში სურთ, არგენტინელი სექტემბრისთვის კარგ ფორმაში იყოს."
მესიმ კოჭის ტრავმა 15 ივლისს, კოპა ამერიკის ფინალში, კოლუმბიასთან მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.