ავტორიზაცია

როდის განახლდება ლა ლიგა?

როდის განახლდება ლა ლიგა?
თარიღი 25 დეკ 2018, 01:16
შობა-ახალი წლისთვის ლა ლიგამ პაუზა აიღო.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მომდევნო შაბათ-კვირას (29-30 დეკემბერი) შეხვედრები არ გაიმართება.

ჩემპიონატი, ხუთშაბათს, მომდევნო წლის 3 იანვარს განახლდება და წლის პირველ მატჩში "ვილიარეალი" მადრიდის "რეალს" მიიღებს.

"სამეფო კლუბი" ხუთშაბათის შემდეგ კვირასაც ითამაშებს. როგორც იცით, სოლარის გუნდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშა და სწორედ ამიტომ რამდენიმე დღით ადრე მოუხდება შეკრება.

რაც შეეხება სხვა კლუბებს, ლა ლიგა 5 იანვარს სრულად განახლდება.

მე-18 ტურში, კვირას, "ბარსელონა" "ხეტაფეს" ესტუმრება, "რეალი" კი იმავე დღეს "სოსიედადს მიიღებს.