როდის იქნება ვოიცეხ შესნი მზად? - ჰანსი ფლიკის პასუხი

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კლუბის ახალწვეულზე, ვოიცეხ შესნიზე ისაუბრა.
"შესნი დიდებულ ფორმაშია. სავარჯიშო სესიებზე მისით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ვოიცეხი ძალიან დაგვეხმარება. ის სანაკრებო პაუზის შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება," - თქვა გერმანელმა.
კატალონიურმა კლუბმა პოლონელი მეკარე რამდენიმე დღის წინ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის გამო დაიმატა.
ვარაუდობენ, რომ ბარსაში შესნის დებიუტი 20 ოქტომბერს, სევილიას წინააღმდეგ შედგება.