ავტორიზაცია

როდის შედგება რეალში კილიან მბაპეს დებიუტი?

როდის შედგება რეალში კილიან მბაპეს დებიუტი?
თარიღი 04 ივნ 2024, 13:27
კილიან მბაპე რეალში საბოლოოდ გადავიდა. ის 1 ივლისიდან ოფიციალურად მადრიდელი იქნება, შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ევროზე ითამაშებს.

როდის შედგება "სამეფო კლუბში" ფრანგის დებიუტი? ეს იმაზეა დამოკიდებული, საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რამდენად შორს წავა.

თუ "მამლები" ნახევარფინალში გავლენ, 25 წლის შემტევი, დიდი ალბათობით, რეალს ამერიკულ ტურნეზე ვერ გაჰყვება. მადრიდული გუნდი აშშ-ში მილანს (31 მაისს), ბარსელონას (3 აგვისტოს) და ჩელსის (6 აგვისტოს) შეხვდება. თუ საფრანგეთი უფრო ადრე გამოვარდება, შანსები გაიზრდება, რომ მბაპე გუნდთან ერთად ამერიკაში ჩავიდეს,

ყოველ შემთხვევაში, მბაპე რეალს ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში, ატალანტასთან, UEFA-ს სუპერ თასზე აუცილებლად ეყოლება. ეს მატჩი 14 აგვისტოს, ვარშავაში გაიმართება.

ლა ლიგა 16 აგვისტოს იწყება, მაგრამ განრიგი ჯერ ცნობილი არაა.