ავტორიზაცია

როდის შეუერთდება ლუკა მოდრიჩი მილანს?

როდის შეუერთდება ლუკა მოდრიჩი მილანს?
თარიღი 25 Jun 2025, 15:22
ხორვატიელი ფეხბურთელი, ლუკა მოდრიჩი, მილანის რიგებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

მოდრიჩმა გუნდთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია, რჩება მხოლოდ სამედიცინო შემოწმება, რომელიც ივლისში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ამჟამად, მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რეალ მადრიდს ეხმარება.

39 წლის ფეხბურთელი "ბლანკოსის" ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავს, მან ამ დროის განმავლობაში 593 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 43 გოლის გატანა და 95 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.