ავტორიზაცია

როდრი: "სიმეონეს ცოტათი არ ვეთანხმები, ის რაც ჩელსისთან მატჩში მოხდა ნორმალური არ არის"

როდრი: "სიმეონეს ცოტათი არ ვეთანხმები, ის რაც ჩელსისთან მატჩში მოხდა ნორმალური არ არის"
თარიღი 16 Nov 2023, 01:08
„მან სიტის“ ნახევარმცველმა, როდრიმ, რომელიც ადრე „ატლეტიკოში“ თამაშობდა, მადრიდული კლუბის მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს უპასუხა.

არგენტინელმა სპეციალისტმა თქვა: „ინგლისში სულ 4:4 და 6:3 ანგარიშებს ვხედავთ, თავს არავინ არ იცავს. შარშან, „ბარსა“ ჩემპიონი დაცვის ხარჯზე გახდა.

„სიმეონეს ცოტა არ ვეთანხმები. შესაძლოა, ის მართალია, რადგან ყველა გუნდი ერთნაირ დაცვას არ თამაშობს.

თავს ვდებ, რომ „სიტიში“ ჩვენ კარს 90 წუთის მანძილზე მთელი გუნდით ვიცავთ, ეს ძალიან ხისტი და დაცვითი ლიგაა.

ის, რაც „ჩელსისთან“ ჩვენს მატჩში მოხდა, ნორმალური მოვლენა არ არის. მაგრამ, როგორც გუნდს უკეთესს სწორედ დაცვითი ასპექტი გვხდის.“, - აღნიშნა ესპანეთის ნაკრების ნახევარდაცვის ლიდერმა.