როდრიგო პრემიერ ლიგის კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, როდრიგომ შესაძლოა მადრიდის რეალი დატოვოს და კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
24 წლის ბრაზილიელი შემტევის დამატება ლონდონის არსენალს სურს და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სამეფო კლუბი კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ როდრიგო რეალის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ჩატარებულ 267 მატჩში 68 გოლი გაიტანა და 50 საგოლე გადაცემა გაიფორმა.