ავტორიზაცია

როდრიგოს ტრანსფერით პრემიერ ლიგის კლუბები დაინტერესდნენ

როდრიგოს ტრანსფერით პრემიერ ლიგის კლუბები დაინტერესდნენ
თარიღი 05 May 2025, 10:27
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მადრიდის რეალში ცვლილებები იგეგმება და დიდი ალბათობით გუნდს როდრიგოც დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ბრაზილიელმა კლუბის შეცვლა თავად მოითხოვა და მისი წარმომადგენლები შემოთავაზებებს ელოდებიან.

როდრიგოს ტრანსფერით ლივერპული, არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი არიან დაინტერესებულები — მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის ცნობით 100 მილიონი ევროა.