როგორ დასრულდება პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი? — ხელოვნური ინტელექტის პროგნოზი

მონაცემთა ანალიზის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის და სუპერკომპიუტერის დახმარებით ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის შედეგები იწინასწარმეტყველეს.
პროგნოზის მიხედვით, ჩემპიონატის გამარჯვებული 81 ქულით ლონდონის არსენალი გახდება, მეორე ადგილზე 74 ქულით მანჩესტერ სიტი გავა, ხოლო ოთხეულს ასტონ ვილა (71) და ლივერპული (62) დახურავენ.
ინგლისის პრემიერ ლიგიდან კი ვესტ ჰემი (36), ბარნლი (28) და ვულვზი (19) გავარდებიან. ხელოვნური ინტელექტის და სუპერკომპიუტერის პროგნოზით ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი ასპარეზობას 62-62 ქულებით და შესაბამისად მე-5 და მე-6 ადგილზე დაასრულებენ.

