ავტორიზაცია

როგორ ფორმაშია კიტეიშვილი სანაკრებო შესვენების წინ? - შტურმის მწვრთნელის კომენტარი

როგორ ფორმაშია კიტეიშვილი სანაკრებო შესვენების წინ? - შტურმის მწვრთნელის კომენტარი
თარიღი 20 მარ 2021, 12:32

გრაცის "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ოთარ კიტეიშვილის შესახებ:

"კიტეიშვილი ვარჯიშობს სრული დატვირთვით ფორმაში შესვლას ცდილობს. ქართველი შემტევი ნახევარმცველის პროგრესით კმაყოფილი ვარ.

ითამაშებს თუ არა ის ადმირასთან კვირას? ეს უშუალოდ შეხვედრის დაწყებამდე გაირკვევა", - განაცხადა ავსტრიელმა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, ავსტრიული გუნდის ფლეიმეიქერის დაბრუნებას პროგნოზირებდნენ მარტის ბოლოს, თუმცა საბედნიეროდ, ის უკვე მწყობრშია.

როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მოახლოებულ მატჩებში?