როგორ გამოიყურება დონარუმას სახე შეჯახების შემდგომ

გუშინ საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში ერთანეთს მონაკო და პსჟ ხვდებოდნენ. შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით 4-2 დასრულდა. მატჩს მე-20 წუთზე ვილფრედ სინგოსა და ჯანლუიჯი დონარუმას შეჯახება მოხდა, რის შემდეგაც იტალიელმა მეკარემ უმძიმესი დაზიანება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

