ავტორიზაცია

როგორი იქნება ნაპოლის შემადგენლობა ბარსელონას წინააღმდეგ?

როგორი იქნება ნაპოლის შემადგენლობა ბარსელონას წინააღმდეგ?
თარიღი 12 მარ 2024, 11:44
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ნაპოლი" სტუმრად კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ "დიეგო არმანხო მარადონაზე" გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

პრინციპული მატჩისთვის ნეაპოლური გუნდის სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება.

მეკარე: მერეტი

მცველები: დი ლორენცო, რაჰმანი, ხუან ჟესუსი, ოლივერა

ნახევარმცველები: ლობოტკა, ზამბო ანგისა, ტრაორე

თავდამსხმელები: პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია

მატჩი 23:55 საათზე დაიწყება.