ავტორიზაცია

როგორი იქნება ნაპოლის შემადგენლობა ხვალინდელ მატჩში?

როგორი იქნება ნაპოლის შემადგენლობა ხვალინდელ მატჩში?
თარიღი 06 აპრ 2024, 16:18
ხვალ, იტალიის ჩემპიონატში გაიმართება საინტერესო დაპირისპირება მონცასა და ნაპოლის შორის.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ნეაპოლელთა ქართველ ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთამაშია და ვარჯიში ახლახანს განაახლა.

ბოლო ინფორმაციით, კვარაცხელია მონცასთან სათამაშოდ მზადაა და შესაძლოა, ის უკვე ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

ასეთი იქნება ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა ხვალინდელი მატჩისთვის.

მეკარე: მერეტი

მცველები: დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა.

ნახევარმცველები: ტრაორე, ლობოტკა, ანგისა

თავდამსხმელები: კვარაცხელია, ოსიმენი, პოლიტანო