ავტორიზაცია

როგორი შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ ხეტაფესთან მატჩში?

როგორი შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ ხეტაფესთან მატჩში?
თარიღი 06 Dec 2025, 21:54
ლა ლიგის მე-16 ტურში ერთმანეთს ვილიარეალი და ხეტაფე დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, 2-0.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. მიქაუტაძემ ხეტაფეს წინააღმდეგ 80 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა, ქართველმა Sofascore-სგან 7.5 შეფასება დაიმსახურა.


ვილიარეალი ამ გამარჯვების შემდეგ 35 ქულით მე-3 პოზიციაზე დარჩა, ასევე ხეტაფე 20 ქულით 7-ე ადგილზე.