როგორი შეფასება მიიღო ბუდუ ზივზივაძემ დღევანდელ შეხვედრაში?
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩში, "კარლსრუემ" საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგი" მიიღო და 3:2 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის გმირი ბუდუ ზივზივაძე გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
ქართველმა ფორვარდმა Sofascore-გან 9.8 შეფასება მიიღო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის თავდამსხმელი ტრავმის გამო 84-ე წუთზე ალ-ერენ ენსუგურმა შეცვალა.