როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?

იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ნაპოლისა" და "ფიორენტინას" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სრულად ითამაშა.
მიუხედავად მარცხისა, ხვიჩა მოედანზე აქტიური იყო, რამდენიმე ლამაზი მომენტიც შემოგვთავაზა და 6.9 შეფასება დაიმსახურა.
