როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ შეხვედრაში?

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ტორინოს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, აქედან სამ წუთში სანაბრიამ ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1).
ამრიგად, კვარამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და სანაკრებო პაუზის მოახოვებასთან ერთად უმატებს.
ქართველმა გარემარბმა Sofascore-სგან 8.0 შეფასება დაიმსახურა, რაც "ტორინოს" მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად საკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.
