როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ შეხვედრაში?
იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში "ნაპოლი" სტუმრად "კალიარის" დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.
მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 66-ე წუთზე ლუკაკუს გადაცემა გოლად აქცია, 70-ე წუთზე კი კვარამ უკვე ბელგიელ ფორვარდს გაატანინა.
ხვიჩამ მოედანი 74-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად მოედანზე სკოტ მაკტომინე გამოვიდა, რომელმაც ნეაპოლელთა რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
23 წლის ქართველმა გარემარბმა Sofascore-სგან 8.6 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.