როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ფინალურ მატჩში?
იტალიის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს "ნაპოლი" და "ინტერი" დაუპირისპირდნენ. მატჩი მილანელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
კვარაცხელიამ 70 წუთი ითამაშა, რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა, თუმცა საქმე გოლამდე ვერ მიიყვანა. მისი თამაში 6.6 ქულით შეფასდა.