როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ინტერთან მატჩში?

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და მილანის "ინტერს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
კვარაცხელია ფლანგზე ტრადიციულად აქტიური იყო, 83 წუთი ითამაშა და 7.3 შეფასება მიიღო.
