როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ მილანთან მატჩში?

იტალიის ჩემპიონატის ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში "მილანი" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც თავის გუნდში საუკეთესო იყო.
კვარაცხელიამ მილანელთა მცველები რამდენჯერმე ააწიოკა, თუმცა საქმე გოლამდე მაინც არ მივიდა. კვარამ 7.4 შეფასება მიიღო.
