როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ აიაქსში სადებიუტო მატჩში?

ჰოლანდიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "სიტარდსა" და ამსტერდამის "აიაქსს" შორის, ფრედ 0:0 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "აიაქსის" ახალწვეული გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
მიქაუტაძემ თამაში სრულად ჩაატარა და ბოლო წუთებზე მომენტიც შეიქმნა, თუმცა მეტოქემ აჯობა.
საბოლოო ჯამში, ქართველმა ფორვარდმა პირველ შეხვედრაში 6.3 შეფასება მიიღო.
