ავტორიზაცია

როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?

როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?
თარიღი 28 აპრ 2024, 16:54
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში "მეცი" საკუთარ მოედანზე "ლილის" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე "მეცის" მთავარმა მეგოლემ მიქაუტაძემ გახსნა, თუმცა სტუმრებმა მატჩის შემოტრიალება პირველ ტაიმშივე შეძლეს.

აღნიშნულ მატჩში გიორგი მიქაუტაძემ Sofascore-სგან 6.7 შეფასება დაიმსახურა.



23 წლის ფორვარდმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში  17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.