როგორი შეფასება მიიღო ზივზივაძემ დღევანდელ შეხვედრაში?
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-5 ტურში "კარლსრუემ" საკუთარ მოედანზე "შალკეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ შეაგდო. საქარართველოს ნაკრების ფორვარდმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, 73-ე წუთზე კი მატჩის საბოლო ანგარიში დააფიქსირა (2:0).
ზივზივაძემ Sofascore-სგან 8.2 შეფასება დაიმსახურა, რაც გუნდის კაპიტანის ვანიცეკის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.