როგორი შეფასება მიიღო ზივზივაძემ დღევანდელ შეხვედრაში?

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში "ჰაიდენჰაიმი" საკუთარ მოედანზე "ჰოლშტაინ კილს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანაგრიში 33-ე წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა პირინგერმა გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგურ კარიერაში მეორე გოლი გაიტანა (2:0).
87-ე წუთზე სტუმარმა გუნდმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა უფრო მეტი ვერ მოახერხა. 90+3 წუთზე ზივზივაძემ ცვლილებიდან შესულ კონტეს გაატანინა (3:1).
31 წლის ქართველმა ფორვარდმა Sofascore-სგან 9.0 შეფასება მიიღო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.
