ავტორიზაცია

როგორია ედვინ ვან დერ სარის მდგომარეობა, რომელსაც ტვინში სისხლჩაქცევა გამოუვლინდა?

როგორია ედვინ ვან დერ სარის მდგომარეობა, რომელსაც ტვინში სისხლჩაქცევა გამოუვლინდა?
თარიღი 18 ივლ 2023, 22:20
ედვინ ვან დერ სარი ინტენსიური თერაპიის პალატიდან გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ჰოლანდიის ნაკრების ექს-გოლკიპერს ივლისის დასაწყისში თვინში სისხლჩაქცევა დაუდგინეს და ის ინტენსიური თერაპიის პალატაში მკურნალობდა.

ახლა კი, როგორც თავად ვან დერ სარი წერს, ის სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.

„პირველ რიგში გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერის საოცარი შეტყობინებებისთვის. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინტენსიური თერაპიის პალატაში აღარ ვიმყოფები. თუმცა, ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვარ.

იმედი მაქვს, მომავალ კვირაში სახლში დავრუნდები და გამოჯანმრთელების გზაზე შემდგომ ნაბიჯს გადავდგამ.“, - წერს ვან დერ სარი.