ავტორიზაცია

როგორია ლოჩოშვილის მდგომარეობა ტრავმის შემდეგ?

როგორია ლოჩოშვილის მდგომარეობა ტრავმის შემდეგ?
თარიღი 15 Apr 2023, 02:14
იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში "კრემონეზე" საკუთარ მოედანზე "ემპოლის" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც 52-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა, ლოჩოშვილმა ფეხზე ტკივილები იგრძნო, თუმცა სერიოზული არაფერია და ვარჯიშს რამდენიმე დღეში განაახლებს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მატჩი ლოჩოშვილმა მაღალ დონეზე ჩაატარა და 7.1 შეფასება მიიღო.