რომა ევროპა ლიგის ახალ სეზონს გამარჯვებით იწყებს — გასპერინის გუნდმა ნიცას მოუგო

ევროპა ლიგის 2025/26 წლის სეზონი დაიწყო და დღეს პირველი ტურის 9 მატჩი გაიმართა, რომლებიც დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
განსაკუთრებულ ინტერესს საფრანგეთში გასამართი მატჩი იწვევდა, სადაც ნიცამ საკუთარ მოედანზე რომა მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი სტუმრებმა მეორე ტაიმის სტარტზე გახსნეს — 52-ე წუთზე თავი ნდიკამ გამოიჩინა, ხოლო ზუსტად 3 წუთში მანჩინიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. 77-ე წუთზე, მოფიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.
ნიცა 1-2 რომა
გოლები: 0-1 ნდიკა (52'), 0-2 მანჩინი (55'), 1-2 მოფი (77')

ევროპა ლიგის დღევანდელი სათამაშო დღის შედეგები