ავტორიზაცია

რომა ფონსეკას შემცვლელად ორ კანდიდატურას განიხილავს

რომა ფონსეკას შემცვლელად ორ კანდიდატურას განიხილავს
თარიღი 21 Jan 2021, 23:41
"რომა" გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას შემცვლელად ორ სპეციალისტს განიხილავს, წერს Corriere dello Sport.

რომაელთა ინტერესთა სფეროში მასიმილიანო ალეგრი და მაურისიო სარი არიან მოქცეულნი. თუმცა, ორივე სპეციალისტს ურჩევნია ახალი გუნდი ზაფხულში ჩაიბაროს.

პორტუგალიელის დროებით შემცვლელად "რომა" ვალტერ მაცარისა და ლუჩანო სპალეტის განიხილავს.

აქამდე არსებული ცნობით, "რომამ" იტალიის თასიდან გავარდნის შემდეგ შესაძლოა ფონსეკა დაითხოვოს.