ავტორიზაცია

რომა ფრატეზით ინტერესდება

რომა ფრატეზით ინტერესდება
თარიღი 27 აგვ 2024, 14:51
რომას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ნახევარმცელის დამატება სურს, დანიელე დე როსის კიდევ ერთი მოთამაშე სჭირდება მოედნის შუახაზში. იტალიელი სპეციალისტს კონკრეტული მოთამაშე უნდა და ეს რომას სკოლის აღზრდილი დავიდე ფრატეზია. დე როსი არ მალავს დიდი სიმპატიებს ფრატეზის მიმართ. 

იტალიელ ნახევარმცველს ინტერში დიდი სათამშო დრო არ აქვს, ის ძირითადად ცვლილებაზე შემოდის და ისე იღებს სათამაშო დროს. გასულ სეზონში ფრატეზი ინტერში იჯარით თამაშობდა და სერია აში 32 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა. ფრატეზის დამატება ურთულესი ამოცანაა რომას მესვეურებისთვის, რადგან ინტერს არ სურს თავისი მოთამაშის გაშვება და მას სამომავლოდ გუნდის უცვლელ ფიგურად მიიჩნევენ.