რომა გლადბახის ნახევარმცველს უმიზნებს
"გლადბახის" ნახევარმცველმა, დენის ზაქარიამ კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის შვეიცარიელისთვის "რომა" იბრძვის.
აქამდე არსებული ცნობით, ბორუსიელთა ფეხბურთელისადმი ინტერესს "არსენალი", "ტოტენჰემი" და "ევერტონიც" იჩენენ.
გასულ სეზონში ზაქარიამ "გლადბახის" რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.