რომა ჯენოას თავდამსხმელით ინტერესდება

"რომა" "ჯენოას" თავდამსხმელის, ელდორ შომუდოროვის შეძენით ინტერესდება, წერს გაზეთი Il Tempo.
აქამდე გავრცელებული ცნობით, 26 წლის უზბეკისადმი ყურადღებას "იუვენტუსიც" იჩენს. ფორვარდს "ჯენოასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.
Transfermarkt-ის ვერსიით, შომუდოროვის სატრანსფერო ფასი 7 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, "ჯენოაში" თავდამსხმელი რუსული "როსტოვიდან" 2020 წლის ოქტომბერში გადავიდა.