ავტორიზაცია

რომა მანჩესტერ იუნაიტედის ვინგერის ტრანსფერზე მუშაობს

რომა მანჩესტერ იუნაიტედის ვინგერის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 14 Aug 2025, 23:56
რომა ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და უკვე ხუთი ახალწვეული დაიმატა. ჯან პიერო გასპერინის გუნდი გაჩერებას არ აპირებს — 1 სექტემბრამდე კიდევ რამდენიმე ტრანსფერია დაგეგმილი. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯეიდონ სანჩოა, რომლისთვისაც გასპერინის გუნდმა პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა, კერძოდ £20 მილიონი. როგორც იწერება, 25 წლის ინგლისელი ფეხბურთელი რომაში თამაშს სერიოზულად განიხილავს.


სანჩო მანჩესტერ იუნაიტედს სექტემბრამდე აუცილებლად დატოვებს და მისთვის ბრძოლაში რომასთან ერთად სხვა კლუბებიც არიან ჩართულნი, მათ შორის იუვენტუსი. პარალელურად, რომა ლეონ ბეილის ტრანსფერზეც მუშაობს — ასტონ ვილას 28 წლის იამაიკელი შემტევი გასპერინის სურვილების სიაშია.