ავტორიზაცია

რომა მიქაუტაძით სერიოზულად ინტერესდება

რომა მიქაუტაძით სერიოზულად ინტერესდება
თარიღი 02 Jul 2025, 12:47
La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ რომა გიორგი მიქაუტაძით სერიოზულად ინტერესდება. მეტიც, ტრანსფერზე პირადად ჯან პიერო გასპერინი მუშაობს, რომელსაც ქართველი ფორვარდი ძალიან მოსწონს და მისი გუნდში ხილვა სურს. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შუამავლების საშუალებით შედგა, თუმცა ამ მომენტისთვის "ჯალოროსი" მიქაუტაძის თაობაზე ლიონს ჯერ არ დაკავშირებია. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგულ კლუბს სასამართლო დავა აქვს, შესაბამისად, კლუბში ახლა პოტენციურ ტრანსფერებზე ნაკლებად ფიქრობენ.



La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რომას უფროსობამ გუნდის გასაძლიერებლად €100 მილიონი გამოჰყო. ჯან პიერო გასპერინის რამდენიმე პოზიციის გაძლიერება სურს, ერთ-ერთი პრიორიტეტი კი ახალი ფორვარდის დამატებაა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქურმა კლუბმა ტამი აბრაჰამი გაყიდა, კლუბში მეორე ფორვარდის დამატება გადაწყდა. შეგახსენებთ, რომას მთავარი ცხრიანი არტემ დოვბიკია.

გიორგი მიქაუტაძე გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს. 24 წლის ქართველი ფორვარდი სასამართლო დავის დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც ლიონთან და აგენტთან ერთად სამომავლო გეგმებს განიხილავს.